ჩვენი გუნდი

სულხან კაპანაძე

პარტნიორი, ადვოკატი

კვალიფიკაცია, ცოდნა, გამოცდილება, მიზანდასახულობა. ეს ყოველივე გვეხმარება, ჩვენს კლიენტებს უმაღლესი ხარისხის იურიდიული მომსახურება გავუწიოთ.

სულხან კაპანაძე
  • 2017 წლიდანვემსახურებით კლიენტებს
  • 5000+ადამიანს დავეხმარეთ
  • ყველა ინსტანციასასამართლო წარმომადგენლობა

პროფესიული გამოცდილება

LCG LEGAL-ის პარტნიორი, საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი (სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართალი). 15-წლიანი პროფესიული გამოცდილება, მათ შორის 10-წლიანი საადვოკატო პრაქტიკა. სულხანს იურისტად მუშაობის მრავალმხრივი გამოცდილება აქვს.

კარიერა

2013–2014 წლებში მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება შეიძინა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროში. 2014–2015 წლებში იყო საადვოკატო ბიურო „კორძახია&ჟღენტის“ უმცროსი ადვოკატი, ხოლო 2015–2019 წლებში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი იურისტი. 2019 წლიდან არის იურიდიული კომპანია LCG LEGAL-ის დამფუძნებელი პარტნიორი.

სპეციალიზაცია

სულხანის პროფესიული საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: სახელშეკრულებო სამართალი, სამშენებლო სამართალი, ადმინისტრაციული სამართალწარმოება, შრომის სამართალი, საკორპორაციო სამართალი და სისხლის სამართალი.

განათლება

  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართლის ბაკალავრი
  • გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, სამართლის მაგისტრი

წევრობა

სულხანი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი.

  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) წევრი
ჩვენ შესახებ

„კლიენტის ინტერესების დაცვა ჩვენი საქმეა“

რატომ ირჩევენ ჩვენს კომპანიას?

„LCG LEGAL GROUP“ არის კვალიფიციური და პროფესიონალი იურისტებისგან შემდგარი იურიდიული ფირმა.

2017 წლიდან უმაღლესი პროფესიული სტანდარტით ვემსახურებით როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.

კლიენტის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით ვგეგმავთ სტრატეგიას, ვამზადებთ სამართლებრივ დასკვნებს, ვადგენთ ხელშეკრულებებს და ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს.

ჩვენი იურისტების მრავალწლიანი გამოცდილება დაგეხმარებათ, სწრაფად და ეფექტურად მოაგვაროთ თქვენი პრობლემა.

ჩვენი უპირატესობები

  • კომპანიას ჰყავს კვალიფიციური იურისტებით დაკომპლექტებული გუნდი;
  • მოქნილი და ხელმისაწვდომი ფასები;
  • ჩვენთვის მთავარია კლიენტის ინტერესი და საქმის დროული, ეფექტური მოგვარება;
  • „LCG LEGAL“ ბიზნესსუბიექტებს სთავაზობს კორპორატიულ მომსახურებას, რომელიც სრულად მოერგება მათ საქმიანობასა და საჭიროებებს.
„ჩვენი ფირმა საიმედო იურიდიული მრჩეველია მათთვის, ვისაც სურს, საკუთარი ინტერესები სწრაფად და ეფექტურად დაიცვას.“

კლიენტებს ვთავაზობთ სხვადასხვა ტიპის იურიდიულ მომსახურებას, მათ შორის წარმომადგენლობას საერთო სასამართლოების ყველა ინსტანციაში, არბიტრაჟში, სახელმწიფო, კერძო და საჯარო დაწესებულებებში, ასევე ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში.

LCG LEGAL GROUP

კლიენტის ინტერესების დაცვა ჩვენი საქმეა

შეფასებები

კლიენტების შეფასებები

Facebook-ზე 100% გვირჩევენ · 10 შეფასება →
„პასუხისმგებლიანი პროფესიონალების გუნდი. თქვენი წყალობით მივიღე ზუსტად ის შედეგი, რაც მინდოდა. წარმატებები თქვენს გუნდს.“
ვინჩენცო მორელლი
„გირჩევთ ამ პროფესიონალთა გუნდს ნებისმიერი სამართლებრივი პრობლემის გადასაჭრელად, რომელიც შეიძლება წარმოიშვას. კლიენტზე ორიენტირებული, შესანიშნავი და სწრაფი მომსახურება. პატივი იყო თქვენთან თანამშრომლობა.“
დავით ასკურავა
„დიდ მადლობას გიხდით გაწეული პროფესიონალური მომსახურებისთვის. მიხარია, რომ არსებობს თქვენნაირი გუნდი, რომელსაც შეიძლება თამამად ენდო. მადლობა კიდევ ერთხელ თანადგომისთვის. რეკომენდაციას ვუწევ ბატონ სულხან კაპანაძეს.“
Lana Gogisvanidze · Facebook
„საუკეთესო მომსახურება, საუკეთესო იურისტებისგან, უძლიერესი ჯგუფი! დიდი რეკომენდაცია ჩემგან. მადლობთ.“
Vako Khutsishvili · Facebook
„2004 წლიდან 2020 წლამდე ვერ დავიკანონე ჩემი მაღაზია და მიწის ნაკვეთი. 2020 წელს განცხადება შევიტანე სასამართლოში ადვოკატ ბატონ სულხან კაპანაძის მეშვეობით და ქალაქის მერია იძულებული გახდა, დაეკანონებინა ჩემთვის ხსენებული მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა.“
Zaza Chachanidze · Facebook
„მე პირადად დიდ რეკომენდაციას ვუწევ კომპანიას და უღრმეს მადლობას მოვუხდი თითოეულ წევრს. ბევრ კარგ საქმეებს აკეთებენ. მადლობა თქვენ და პატივისცემა ჩვენგან.“
Giorgi Chachanidze · Facebook
„გამოცდილი იურისტებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც დამეხმარა სამართლებრივი პრობლემის სწრაფად მოგვარებაში. დიდი მადლობა გაწეული შრომისთვის და გულისხმიერებისთვის.“
Gao Shekelashvili · Facebook
„პირადი გამოცდილებით დავრწმუნდი, რომ ნამდვილად კვალიფიციური იურისტები არიან.“
LU KA · Facebook
„კვალიფიციური იურისტების გუნდი!“
Irma Nikabadze · Facebook
დაგეგმვა და სტრატეგია

ყველაფერს გავაკეთებთ წარმატებისთვის

  1. 01სტრატეგიის დაგეგმვა
  2. 02სამართლებრივი დასკვნის მომზადება
  3. 03ხელშეკრულების შედგენა
  4. 04მოლაპარაკების წარმოება

ვამაყობთ ჩვენი კლიენტებით და პატივს ვცემთ ჩვენს პარტნიორებს.

გჭირდებათ იურიდიული დახმარება?

მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ. მზად ვართ თანამშრომლობისთვის.

დარეკვაWhatsApp