სპეციალური შეთავაზება

მშენებლობის პროცესში დახმარების სერვისი

LCG LEGAL სთავაზობს ბიზნესსუბიექტებს დახმარების სრულ პაკეტს სამშენებლო საქმიანობის პროცესში.

სერვისი განკუთვნილია შემდეგი ბიზნესსუბიექტებისთვის:

  • ყველა ტიპის ბიზნესსუბიექტისთვის, რომელიც დარეგისტრირებულია საქართველოში და საქმიანობს სამშენებლო სექტორში;
  • ყველა ტიპის ბიზნესსუბიექტისა და ფიზიკური პირისთვის, რომლებიც სამშენებლო ბიზნესში ჩართვას გეგმავენ.

სერვისი მოიცავს კონსულტაციასა და მხარდაჭერას მშენებლობის მთელი პროცესის განმავლობაში, კერძოდ:

  • მშენებლობის მთელი პროცესის (დაწყებული სათანადო ნებართვების მიღებიდან, დასრულებული შენობ(ებ)ის ექსპლუატაციაში მიღებით) ორგანიზება, სტრუქტურირება და მართვა;
  • სამართლებრივი კონსულტაციების გაცემა მშენებლობის ყველა ეტაპზე; დახმარება სათანადო ნებართვების მიღების პროცესში და საქალაქო სამსახურებთან (როგორიცაა ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური, ტრანსპორტის საქალაქო სამსახური, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური და სხვ.) კომუნიკაციისას;
  • კლიენტის სახელით სახელმწიფო ორგანოებისთვის წარსადგენი განცხადებების შედგენა;
  • მშენებლობის დროული დასრულება კლიენტსა და სახელმწიფო ორგანოებს შორის ნებისმიერი სამართლებრივი გაურკვევლობის თავიდან აცილებით;
  • მშენებლობის ნებართვების მიღების ვადებისა და პროცესის ოპტიმიზაცია;
  • გამოცდილი არქიტექტორის მომსახურება, რათა მშენებლობის მთელი პროცესი თავიდანვე სწორად დაიგეგმოს;
  • სამშენებლო, სარემონტო ან/და სამონტაჟო კომპანიებთან დაკავშირება;
  • დამტკიცებული პროექტების მიხედვით განშლის რეგისტრაცია და სამართლებრივი მხარდაჭერა;
  • ნებისმიერი იმ სამართლებრივი ან/და არქიტექტურული პრობლემის აღმოფხვრა, რომელიც დაკავშირებულია მშენებლობის პროცესთან.

სერვისის ღირებულება

კლიენტებს ვთავაზობთ ხელმისაწვდომ ფასებს. მომსახურების ღირებულება განისაზღვრება კლიენტის მოთხოვნისა და სამუშაოს მოცულობის შესაბამისად. დეტალური ინფორმაციის მისაღებად და პირველადი კონსულტაციის თარიღისა და დროის დასაჯავშნად გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.

გჭირდებათ იურიდიული დახმარება?

მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ. მზად ვართ თანამშრომლობისთვის.

დარეკვაWhatsApp