სამეწარმეო და სახელშეკრულებო სამართალი — ადვოკატი თბილისში
გეხმარებით კომპანიის რეგისტრაციაში, კორპორატიულ საკითხებში, თქვენს ინტერესებზე მორგებული ხელშეკრულებების მომზადებასა და სახელშეკრულებო დავებში.
ბიზნესის სამართლებრივი მხარდაჭერა
ბიზნესის ეფექტიანი მართვისთვის მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის დოკუმენტები, პარტნიორებს შორის ურთიერთობა და ხელშეკრულებები კონტრაჰენტებთან სამართლებრივად გამართული იყოს. შეცდომა რეგისტრაციის ან ხელშეკრულების ეტაპზე ხშირად მოგვიანებით ძვირად ჯდება, დავის, ფინანსური ზარალის ან დროის დაკარგვის სახით.
ჩვენ ვემსახურებით როგორც დამწყებ მეწარმეებს, ისე მოქმედ ადგილობრივ და უცხოურ კომპანიებს ბიზნესის დაფუძნებიდან ყოველდღიურ საქმიანობამდე და დავების წარმართვამდე.
სამეწარმეო (კორპორატიული) სამართალი
- ბიზნესის რეგისტრაცია: შესაფერისი სამართლებრივი ფორმის შერჩევა, სადამფუძნებლო დოკუმენტების მომზადება და რეგისტრაცია;
- წესდება და პარტნიორთა შეთანხმება: მართვის, მოგების განაწილებისა და წილის გასხვისების წესების განსაზღვრა;
- კორპორატიული ცვლილებები: პარტნიორის ან დირექტორის ცვლილება, წესდებაში ცვლილებები, რეგისტრირებული მონაცემების განახლება;
- წილის შეძენა და გასხვისება: სამართლებრივი დასკვნების მომზადება, გარიგების სტრუქტურირება;
- რეორგანიზაცია და შერწყმა: პროცესის სამართლებრივი წარმართვა;
- ხელმძღვანელი პირის სასამსახურო ხელშეკრულება და სხვა შიდა კორპორატიული დოკუმენტები.
ვურთიერთობთ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე.
სახელშეკრულებო სამართალი
კარგად შედგენილი ხელშეკრულება თქვენი ბიზნესის მთავარი დაცვის საშუალებაა. ვამზადებთ თქვენს საჭიროებებზე მორგებულ ხელშეკრულებებს და ვიცავთ თქვენს ინტერესებს კონტრაჰენტებთან ურთიერთობის ყველა ეტაპზე:
- მოლაპარაკებები წინასახელშეკრულებო ეტაპზე და ძირითადი პირობების შეთანხმება;
- ხელშეკრულებების შედგენა — ნასყიდობა, მომსახურება, ნარდობა, იჯარა, მიწოდება, სესხი, დისტრიბუცია, კონფიდენციალურობა და სხვ.;
- არსებული ხელშეკრულებების რევიზია და რისკების ანალიზი;
- საჭიროების შემთხვევაში ხელშეკრულების რეგისტრაცია შესაბამის ორგანოში.
ხელშეკრულების მომზადებისას განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ იმ პირობებს, რომლებიც დავის შემთხვევაში გადამწყვეტი ხდება:
- მხარეთა ვალდებულებები და მათი შესრულების ვადები;
- ანგარიშსწორების წესი და უზრუნველყოფის საშუალებები;
- პასუხისმგებლობა და პირგასამტეხლო ვალდებულების დარღვევისთვის;
- ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები და წესი;
- დავის გადაწყვეტის წესი — სასამართლო თუ არბიტრაჟი.
გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის კომპანიებს ვთავაზობთ კორპორატიულ პაკეტებს: მუდმივ იურიდიულ მხარდაჭერას თქვენს საჭიროებებზე მორგებული ფორმატით.
სახელშეკრულებო დავები
როცა კონტრაჰენტი ვალდებულებას არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს (აგვიანებს გადახდას, ვერ აწვდის საქონელს, ხარისხის მოთხოვნებს არ იცავს ან ხელშეკრულებას უსაფუძვლოდ წყვეტს), ვიცავთ თქვენს ინტერესებს:
- ვაანალიზებთ ხელშეკრულებასა და მტკიცებულებებს;
- ვამზადებთ წერილობით პრეტენზიას და ვაწარმოებთ მოლაპარაკებას;
- საჭიროების შემთხვევაში ვამზადებთ სარჩელს და გიცავთ სასამართლოს ყველა ინსტანციაში ან არბიტრაჟში;
- გეხმარებით გადაწყვეტილების აღსრულებაში.
დავალიანების დაბრუნების ერთ-ერთი გზის შესახებ წაიკითხეთ ჩვენს სტატიაში „გამარტივებული სააღსრულებო წარმოება“. სასამართლო დავების შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ გვერდზე „სასამართლო დავები, არბიტრაჟი და აღსრულება“.
უცხოელი მეწარმეებისა და ინვესტორებისთვის
გეხმარებით უცხოელ მეწარმეებსა და კომპანიებს საქართველოში ბიზნესის დაწყებასა და წარმართვაში: კომპანიის ან ფილიალის რეგისტრაციაში, ქართველ პარტნიორებთან ხელშეკრულებების მომზადებასა და შემოწმებაში, ასევე ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობაში. საჭიროების შემთხვევაში ხელშეკრულებებს ვამზადებთ ორ ენაზე, რათა ორივე მხარისთვის პირობები ერთნაირად გასაგები იყოს.
როგორ ვმუშაობთ
- კონსულტაცია: ვეცნობით თქვენს ბიზნესს, დოკუმენტებსა და მიზნებს.
- ანალიზი: ვაფასებთ სამართლებრივ რისკებს და ვთავაზობთ გადაწყვეტას.
- დოკუმენტები: ვამზადებთ ხელშეკრულებებს, კორპორატიულ დოკუმენტებსა თუ პრეტენზიებს.
- მოლაპარაკება და რეგისტრაცია: ვურთიერთობთ კონტრაჰენტთან და მარეგისტრირებელ ორგანოსთან.
- წარმომადგენლობა: საჭიროების შემთხვევაში გიცავთ სასამართლოსა და არბიტრაჟში.
ხშირად დასმული კითხვები
რომელი სამართლებრივი ფორმა ავირჩიო ბიზნესისთვის?
ეს დამოკიდებულია პარტნიორების რაოდენობაზე, პასუხისმგებლობის ფარგლებზე, მართვის სტრუქტურასა და ბიზნესის გეგმებზე. კონსულტაციისას განვიხილავთ თქვენს მიზნებს და გირჩევთ შესაფერის ფორმას.
რატომ არის საჭირო პარტნიორთა შეთანხმება, თუ წესდება უკვე გვაქვს?
წესდება ხშირად მხოლოდ ძირითად საკითხებს არეგულირებს. პარტნიორთა შეთანხმებით დეტალურად შეგიძლიათ განსაზღვროთ მართვის, მოგების განაწილების, წილის გასხვისების, პარტნიორის გასვლისა და დავის გადაწყვეტის წესები. ეს მომავალში ბევრ კონფლიქტს აგარიდებთ.
კონტრაჰენტი ხელშეკრულებას არ ასრულებს. რა ვქნა?
ჯერ ვაანალიზებთ ხელშეკრულებას და მტკიცებულებებს. შემდეგ, როგორც წესი, მხარეს ვუგზავნით წერილობით პრეტენზიას და ვცდილობთ, საკითხი მოლაპარაკებით მოგვარდეს. თუ ეს შედეგს არ იძლევა, ვამზადებთ სარჩელს სასამართლოში ან, თუ ხელშეკრულება ამას ითვალისწინებს, არბიტრაჟში.
შეიძლება თუ არა დავის არბიტრაჟში განხილვა?
დიახ, თუ მხარეები ამაზე შეთანხმდნენ, როგორც წესი, ხელშეკრულებაში საარბიტრაჟო დათქმის სახით. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, დავის გადაწყვეტის წესი ხელშეკრულების გაფორმებისას გააზრებულად განისაზღვროს.
რას მოიცავს ხელშეკრულების რევიზია?
ვამოწმებთ, რამდენად იცავს ხელშეკრულება თქვენს ინტერესებს: ვალდებულებები და ვადები, ანგარიშსწორება, პასუხისმგებლობა და პირგასამტეხლო, ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები, კონფიდენციალურობა და დავის გადაწყვეტის წესი. გაძლევთ რეკომენდაციებს და ვამზადებთ შესწორებებს.
ხელშეკრულება წერილობით არ გაგვიფორმებია. შემიძლია რამე მოვითხოვო?
ზოგ შემთხვევაში ზეპირი შეთანხმებაც წარმოშობს ვალდებულებებს, თუმცა კანონი ზოგიერთი გარიგებისთვის წერილობით ფორმას მოითხოვს, ხოლო ზეპირი შეთანხმების დამტკიცება რთულია. ამიტომ მნიშვნელოვანია მიმოწერა, გადახდის დოკუმენტები და სხვა მტკიცებულებები. მათ საფუძველზე შევაფასებთ თქვენს შესაძლებლობებს.
როგორ დავიბრუნო თანხა, რომელსაც კონტრაჰენტი არ მიხდის?
გზა დამოკიდებულია დავალიანების ხასიათსა და არსებულ დოკუმენტებზე. ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია გამარტივებული სააღსრულებო წარმოება, სხვა შემთხვევაში კი სარჩელი სასამართლოში. სწორ გზას საქმის გაცნობის შემდეგ განვსაზღვრავთ.
დაგვიკავშირდით
გჭირდებათ დახმარება ბიზნესის, ხელშეკრულების ან სახელშეკრულებო დავის საკითხში? დაგვირეკეთ 577 404 750 ან მოგვწერეთ info@lcglegal.ge. შეხვედრა წინასწარი ჩაწერით — თბილისი, ალ. ყაზბეგის N25. შესაძლებელია ონლაინ კონსულტაცია ვიდეოზარით. პირველი კონსულტაცია უფასოა.
გჭირდებათ იურიდიული დახმარება?
მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ. მზად ვართ თანამშრომლობისთვის.