LCG LEGAL · ბლოგი

გამარტივებული სააღსრულებო წარმოება: ვალის დაბრუნება სასამართლოს გარეშე

თუ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს თქვენ მიმართ ფულადი ვალდებულება (ვალი) აქვს და გსურთ, ეს თანხა სწრაფად და ეფექტურად დაიბრუნოთ, ამისთვის არსებობს გამარტივებული პროცედურა.

აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია თქვენი განცხადების საფუძველზე ჩაატაროს გამარტივებული სააღსრულებო წარმოება, რაც გულისხმობს სასამართლოს გარეშე, უმოკლეს ვადებში და ზედმეტი ხარჯების გარეშე თქვენი კუთვნილი თანხის დაბრუნებას.

თქვენი განცხადების რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში უფლებამოსილი პირი განიხილავს მას და მეორე მხარეს გაუგზავნის შეტყობინებას.

ამ შეტყობინებით რესპონდენტს ეცნობება მის მიმართ წარმოების დაწყების შესახებ და ეძლევა 10-დღიანი ვადა, რათა განახორციელოს ქვემოთ ჩამოთვლილიდან ერთ-ერთი:

  • ნებაყოფლობით სრულად დაფაროს ვალი;
  • წერილობით ააპროტესტოს აპლიკანტის მოთხოვნა;
  • სრულად ან ნაწილობრივ აღიაროს ვალი;
  • წარადგინოს განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ.

თუ მხარე არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ მოქმედებას არ შეასრულებს ან სრულად აღიარებს დავალიანებას, აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებას. დავალიანების ნაწილის აღიარების შემთხვევაში კი ბრძანება გამოიცემა მოთხოვნის აღიარებულ ნაწილზე.

დაკავშირებული სერვისები: სასამართლო დავები, არბიტრაჟი და აღსრულება · სამეწარმეო და სახელშეკრულებო სამართალი

გჭირდებათ იურიდიული დახმარება?

მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ. მზად ვართ თანამშრომლობისთვის.

დარეკვაWhatsApp