LCG LEGAL · ბლოგი

ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება სასამართლო დავისას

სასამართლო დავისას მხარეები ხშირად ითხოვენ, რომ მოწინააღმდეგე მხარეს დაეკისროს მათ მიერ ადვოკატისთვის გაწეული ხარჯი. რა ოდენობით შეიძლება ამ ხარჯის დაკისრება და რას ითვალისწინებს სასამართლო?

ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის მეორე მხარისათვის დაკისრების საკითხის გადაწყვეტის წესი მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლში. ნორმის პირველი ნაწილის დანაწესით, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ ქონებრივ დავებზე არა უმეტეს დავის საგნის ღირებულების 4%-ისა, ხოლო არაქონებრივ დავებზე — არა უმეტეს 2000 ლარისა.

ეს ნიშნავს, რომ სასამართლო ადვოკატის ხარჯს ავტომატურად სრულად არ აკისრებს: ის აფასებს, რამდენად გონივრულია მოთხოვნილი თანხა, და კანონით დადგენილ ზღვარს ითვალისწინებს. თუ მოწინააღმდეგე მხარე შეუსაბამოდ მაღალ თანხას ითხოვს, ამ საკითხზე პოზიციის დასაბუთება და, საჭიროების შემთხვევაში, გადაწყვეტილების ამ ნაწილის გასაჩივრება შესაძლებელია.

ჩვენს იურიდიულ ფირმას მსგავსი საქმეების წარმოების პრაქტიკული გამოცდილება აქვს, მათ შორის სააპელაციო ინსტანციაში.

დაკავშირებული სერვისები: სასამართლო დავები, არბიტრაჟი და აღსრულება · საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართალი

გჭირდებათ იურიდიული დახმარება?

მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ. მზად ვართ თანამშრომლობისთვის.

დარეკვაWhatsApp