LCG LEGAL · ბლოგი

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება: პასუხისმგებლობის ასაკი და მიზნები

ქართული კანონმდებლობის თანახმად, არასრულწლოვანია პირი, რომელსაც 18 წლის ასაკისთვის არ მიუღწევია.

აღსანიშნავია, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის დაწესებული მინიმალური ასაკი განსხვავდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაწესებული ასაკისგან. კერძოდ, კანონთან კონფლიქტში მყოფ პირს მის მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის დაეკისრება პასუხისმგებლობა, თუ მან მიაღწია 14 წელს, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, თუ მიაღწია 16 წელს.

ნიშანდობლივია, რომ კანონმდებლობის მიზანი ყოველი კონკრეტული არასრულწლოვნის შემთხვევაში არის ისეთი ღონისძიების გამოყენება, რომელიც მისცემს მას საშუალებას, გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებისთვის საკუთარი პასუხისმგებლობა, გამოასწოროს დანაშაულის შედეგები, აანაზღაუროს ზიანი ან/და შეურიგდეს დაზარალებულს.

საამისოდ აუცილებელია, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის მონაწილე თითოეულ პირს (მოსამართლეს, გამომძიებელს, პროკურორს, პოლიციელს, ადვოკატს, სოციალურ მუშაკს, მედიატორს, პრობაციის ოფიცერს) ჰქონდეს გავლილი სპეციალური სწავლება არასრულწლოვანთან ურთიერთობის მეთოდიკასა და მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებში.

დაკავშირებული სერვისები: სისხლის სამართალი · საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართალი

გჭირდებათ იურიდიული დახმარება?

მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ. მზად ვართ თანამშრომლობისთვის.

დარეკვაWhatsApp