სამშენებლო ჯარიმის ან/და დემონტაჟის გასაჩივრება — ადვოკატი თბილისში
დაჯარიმდით ან დემონტაჟის მითითება მიიღეთ უნებართვოდ ან პროექტის დარღვევით წარმოებული მშენებლობისთვის? მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ყოველთვის არ ნიშნავს, რომ სამართლებრივი გზა დასრულებულია. არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილება პროფესიონალური სამართლებრივი კონსულტაციის გარეშე.
რატომ ღირს ჯარიმისა და დემონტაჟის გადაწყვეტილების შემოწმება
სამშენებლო სამართალდარღვევაზე რეაგირებს მუნიციპალური ინსპექცია — ჯერ გასცემს მითითებას დარღვევის აღმოფხვრის შესახებ, ხოლო მისი შეუსრულებლობის შემთხვევაში აკისრებს ჯარიმას ან/და ითხოვს დემონტაჟს. ხშირ შემთხვევაში:
- დარღვევა შეფასებულია მხოლოდ ფორმალურად;
- სრულად არ არის გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოებები;
- გადაწყვეტილება სათანადოდ არ არის დასაბუთებული;
- შესაძლებელია სამართლებრივი რეაგირება და მშენებლობის ლეგალიზაცია.
დემონტაჟი ყველაზე მძიმე შედეგია, რადგან შეიძლება ქონების დაკარგვა გამოიწვიოს. ამიტომ მნიშვნელოვანია, ჯარიმა და დემონტაჟის მოთხოვნა ერთიანად შეფასდეს და დროულად გასაჩივრდეს.
როგორ ხდება გასაჩივრება
უნებართვოდ ან პროექტის დარღვევით წარმოებული მშენებლობისთვის დაკისრებული ჯარიმის ან/და დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ ადმინისტრაციული წესით საჩივრდება, შემდეგ კი სასამართლოში.
გასაჩივრებისთვის კანონი ვადებს ადგენს. ვადის გაშვებამ შეიძლება გასაჩივრება შეუძლებელი გახადოს, ამიტომ ჯარიმის ან დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე დაგვიკავშირდით.
ხშირად გასაჩივრებასთან ერთად მიზანშეწონილია მშენებლობის ლეგალიზაციის გზის დაგეგმვაც. ლეგალიზაციამ შეიძლება დემონტაჟის საფრთხე აგაცილოთ.
რა საკითხებში გეხმარებით
- ჯარიმის, მითითებისა და დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილების სამართლებრივი ანალიზი;
- ადმინისტრაციული საჩივრის მომზადება;
- სარჩელის მომზადება და წარმომადგენლობა სასამართლოში;
- წარმომადგენლობა მუნიციპალიტეტსა და მუნიციპალურ ინსპექციაში;
- ინდივიდუალური სამართლებრივი სტრატეგიის შემუშავება მშენებლობის ლეგალიზაციისთვის.
როგორ ვმუშაობთ
- კონსულტაცია: ვეცნობით ჯარიმის ან დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილებას, მშენებლობასა და დოკუმენტებს.
- ანალიზი: ვაფასებთ, რამდენად კანონიერი და დასაბუთებულია გადაწყვეტილება.
- სტრატეგია: განგიმარტავთ, რამდენად მიზანშეწონილია გასაჩივრება და როგორ შეიძლება მშენებლობის ლეგალიზაცია.
- დოკუმენტების მომზადება: ვადგენთ საჩივარს ან სარჩელს; საჭიროების შემთხვევაში ვმუშაობთ თქვენს არქიტექტორთან.
- წარმომადგენლობა: გიცავთ მუნიციპალიტეტსა და სასამართლოში და ყოველ ეტაპზე გაცნობებთ საქმის მსვლელობას.
რა დოკუმენტები მოამზადოთ
- ჯარიმის ან დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილება, ოქმი ან მითითება;
- დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, როდის ჩაგბარდათ გადაწყვეტილება;
- მიწის ნაკვეთისა და შენობის საჯარო რეესტრის ამონაწერი;
- მშენებლობის ნებართვა და პროექტი — არსებობის შემთხვევაში;
- მუნიციპალურ ინსპექციასთან მიმოწერა.
რატომ LCG LEGAL
ჩვენი დამფუძნებელი პარტნიორი, სულხან კაპანაძე, 2015–2019 წლებში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი იურისტი იყო, ამიტომ კარგად ვიცით, როგორ განიხილება სამშენებლო სამართალდარღვევები. მას 15-წლიანი პროფესიული გამოცდილება აქვს, მათ შორის 10 წელი საადვოკატო პრაქტიკაში. თქვენი ქონება — თქვენი უფლებაა.
იხილეთ ასევე: უნებართვო მშენებლობის დაკანონება, დავა მერიასთან, მშენებლობის ნებართვაზე უარის გასაჩივრება, ადმინისტრაციული სამართალი.
ხშირად დასმული კითხვები
დამაჯარიმეს ან დემონტაჟი მომთხოვეს. რა ვქნა პირველ რიგში?
შეინახეთ გადაწყვეტილება და ჩაბარების თარიღის დამადასტურებელი დოკუმენტი და რაც შეიძლება მალე დაგვიკავშირდით. გასაჩივრებისთვის კანონი ვადებს ადგენს.
შესაძლებელია თუ არა ჯარიმის გაუქმება?
ეს დამოკიდებულია საქმის გარემოებებზე და იმაზე, რამდენად კანონიერად და დასაბუთებულად არის მიღებული გადაწყვეტილება. საქმეს გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ შეგიფასებთ.
ჯარიმის გადახდა ნიშნავს, რომ მშენებლობა დაკანონებულია?
არა, ჯარიმის გადახდა მშენებლობას თავისთავად არ აკანონებს. ლეგალიზაციისთვის საჭიროა ცალკე პროცედურა.
შეიძლება თუ არა დემონტაჟის გადაწყვეტილების გასაჩივრება?
დიახ, დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ ადმინისტრაციული წესით საჩივრდება, შემდეგ კი სასამართლოში. თუ ჯარიმაც დაგეკისრათ, ორივე გადაწყვეტილებას ერთად ვაფასებთ.
შეიძლება თუ არა მშენებლობის ლეგალიზაცია ჯარიმის შემდეგ?
ზოგ შემთხვევაში — დიახ. ვაფასებთ, აკმაყოფილებს თუ არა მშენებლობა ლეგალიზაციის პირობებს, და ვგეგმავთ შესაბამის ნაბიჯებს.
რა დოკუმენტები მჭირდება კონსულტაციაზე?
ჯარიმის ან დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილება, ჩაბარების თარიღის დამადასტურებელი დოკუმენტი, საჯარო რეესტრის ამონაწერი და, არსებობის შემთხვევაში, ნებართვა და პროექტი.
დაგვიკავშირდით
დაჯარიმდით ან დემონტაჟის მითითება მიიღეთ? დაგვირეკეთ 577 404 750 ან მოგვწერეთ info@lcglegal.ge. შეხვედრა წინასწარი ჩაწერით — თბილისი, ალ. ყაზბეგის N25. შესაძლებელია ონლაინ კონსულტაცია ვიდეოზარით. პირველი კონსულტაცია უფასოა.
გჭირდებათ იურიდიული დახმარება?
მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ. მზად ვართ თანამშრომლობისთვის.